ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე უკრაინაშია.
ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა:
„უსაყვარლესი ბებო. სახლი დაუბომბეს, მის ქუჩაზე თითქმის არაფერი დატოვეს მთელი.
ინტერვიუს ვერ მოგცემ, ცუდად გამოვიყურები, თუმცა შემოდი და პასკას გაჭმევო :)))))“
მარიამი უკრაინაში არა მხოლოდ მოხალისედ, არამედ რეპორტაჟის გასაკეთებლადაც ჩავიდა.

