LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია ბათუმელ ექიმებს დაეხმარება

148
batumi77

აჭარის რაიონში, სადაც საქართველოში ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია, ხვალ თბილისიდან ინფექციონისტების ჯგუფის ჩასვლა იგეგმება.

ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ ვახო ხუმსიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციონისტებს შორის იქნება ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაიაც.

„აჭარაში მუდმივად არიან დასახმარებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. ხვალ რეგიონში ჩამოდიან ძალიან გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტები ინფექციური საავადმყოფოდან, რათა ბათუმელ კოლეგებთან ერთად მოახდინონ ამ მრავალრიცხოვანი აქტიური შემთხვევების მენეჯმენტი, რათა მინიმალური იყოს დანაკარგი და პაციენტთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობა გამოჯანმრთელდეს უმოკლეს დროში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

კორონავირუსით დაინფიცირებული 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები