LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიტას სულს პირობა მისცა, რომ ორივეს მაგივრად ითამაშებს და ყველა გამარჯვებას მარიტას ხსოვნას მიუძღვნის..“ – მარიტა მეფარიშვილის მეწყვილის, ნიტა სხილაძის დეიდა ემოციურ პოსტს ავრცელებს

1508
BeFunky-collage (3)

13 წლის მარიტა მეფარიშვილი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა დღეს, 15 ოქტომბერს უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

დილიდან მოზარდის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა, შემდეგ ახალგაზრდა ჩოგბურთელი სიმბოლურად კორტებზე გადაასვენეს.

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

„ტრაგედიამ საუკეთესო წყვილი, ნიტა და მარიტა დააშორა.. არც ვიცი, ამხელა ტკივილით განადგურებული ნიტა როგორ შეძლებს ფორმაში ჩადგომას, თუმცა მარიტას სულს პირობა მისცა, რომ ორივეს მაგივრად ითამაშებს და ყველა გამარჯვებას მარიტას ხსოვნას მიუძღვნის..“, – ეს პოსტი მარიტა მეფარიშვილის მეწყვილის, ნიტა სხილაძის დეიდამ, ნატალი კატაშვილმა განათავსა სოციალურ ქსელში.

მან „ფორტუნასთან“ ნიტას და მარიტას შესახებ ისაუბრა.

„ნიტა მესხის აკადემიის მოსწავლეა, მარიტა მზიურის, მათი გზები საქართველოს პირველობაზე გადაიკვეთა, მას მერე სულ პირველ მეორე ადგილს ინაწილებდნენ, წყვილების თამაშში საუკეთესო წყვილად ჩამოყალიბდნენ.

 

 

შესაბამისად, საქართველოს ფედერაციის სახელით საერთაშორისო ტურნირებში ერთად გაჰქონდათ საქართველოს დროშა.

საუკეთესო მეგობარი იყო მარიტა, სულ ერთად იყვნენ და უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს ნიტა, არც ვიცით როგორ გააგრძელებს თამაშს, ამ ასაკში ასეთი დიდი ტკივილის გადატანა არ არის ადვილი“,- თქვა მარიტა მეფარიშვილის მეწყვილის, ნიტა სხილაძის დეიდამ.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში,  ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” მოთავსებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g