LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას ჰქონდა საოცარი, ღვთისგან ბოძებული საჩუქარი – არაჩვეულებრივი ხმა. ის ყველას დაგვაკლდება – დონალდ ტრამპი

109

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი  მომღერალ არეტა ფრანკლინის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. მას ჰქონდა საოცარი, ღვთისგან ბოძებული საჩუქარი – არაჩვეულებრივი ხმა. ის ყველას დაგვაკლდება” ,- წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ twitter – ზე.

ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი დღეს, 16 აგვისტოს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა – ის 8 წლის განმავლობაში პანკრეასის კიბოს ებრძოდა. უკანასკნელი კონცერტი არეტა ფრანკლინმა 2017 წელს ჩაატარა, მას შემდეგ ექიმებმა მომღერალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასვენება ურჩიეს.

კარიერის განმავლობაში არეტა ფრანკლინმა 18 გრემის მოპოვება და 75 მილიონ ჩანაწერზე მეტის გაყიდვა შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები