LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, მოპოვებულია უკანონოდ: IDFI-მ ჩანაწერები შეისწავლა

72
1

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინსტიტუტმა გამჟღავნებული მასალების სისტემური მახასიათებლები, მოცულობა, პერიოდი, სამიზნე სუბიექტთა კატეგორიზაცია და ინფორმაციის მრავალფეროვნება შეისწავლა.

როგორც IDF-ში აცხადებენ, მათი დაკვირვების შედეგები მიუთითებს, რომ:

?  გავრცელებულია დიდი მოცულობის, სავარაუდოდ 2014-2021 წლებში შექმნილი მასალა, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს;

?  მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული;

?  მასალები მაღალი ალბათობით დამუშავებული სუს-ის მიერ;

?  მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ მოპოვებულია უკანონოდ;

?  მასალები სავარაუდოდ მიუთითებს უკანონო მიყურადების სისტემურობაზე.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას:

? სასწრაფო წესით გამოიკვლიოს გავრცელებული მასალების ავთენტურობა და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია;

? მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და უზრუნველყოს გავრცელებული მასალების წაშლა/წვდომის შეზღუდვა;

? გამოძიების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობა.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

? დაუყოვნებლივ შექმნას საგამოძიებო კომისია. კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური თვალთვალის კანონირებისა და მასში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართულობის საკითხი.

IDFI მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს და ჟურნალისტებს:

? გავრცელებული მასალები გააშუქონ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების სრული დაცვით. მასალები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რასაც ღირებული საჯარო ინტერესი მოითხოვს. გაშუქებისას დაცული უნდა იყოს ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” მასალების დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად გამოვლენილ რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და აღნშნავს, რომ თუ ეს დოკუმენტები ავთენტურია ამ მასალებზე საჯარო წვდომის მყისიერი შეზღუდვა აუცილებელია ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

“საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, არის თუ არა გავრცელებული მასალები ავთენტური. ამ საკითხის გამოძიება არ მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და რესურსს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოხატა.

ამ ფაქტის გამოძიების დაყოვნება არსებითად დააზარალებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და საჯარო ინტერესებს. ამასთან პროკურატურას უნდა ესმოდეს, რომ გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი პირების/ინსტიტუტების ჩართვა კრიტიკულად აუცილებელია გამოძიების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად.

ამავე დროს საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიაზროს ვითარების სიმწვავე. მხოლოდ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას ვერ ექნება სათანადო საზოგადოებრივი ნდობა. პარლამენტმა უნდა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და ჩაერიოს გავრცელებული მასალებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სავარაუდოდ იკვეთება სისტემური უკანონო თვალთვალის ნიშნები.” – აღნიშნულია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g