„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელმა საღამომ სრული იდილიით ჩაიარა. პროექტში დაბრუნებულმა ზვიად ბოლქვაძემ გადაცემას სულ სხვა ელფერი შესძინა და მისმა მუსიკალურმა ინტერპრეტაციებმა ძველი ქართული სიმღერები კიდევ ერთხელ გააცოცხლა, ამჯერად მეორე სეზონის კონკურსანტების შესრულებით.

საღამო თავად ზვიადმა გახსნა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასთან ერთად და  ბითბოქსერ გუგა წყონიასთან ერთად, მათ არაჩვეულებრივი შესრულება შემოგვთავაზეს, რის შემდეგაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა.

„მხოლოდ ქართულის“ „ფეისბუქ“-გვერდზე ბოლქვაძის შესრულებას ასეთი კომენტარებით გამოეხმაურნენ:

„ღმერთო, ეს რა იყო, საოცრება. უამრავჯერ მოვისმინე“

„პროექტის რეანიმატოლოგი ზვიად ბოლქვაძე“

„ე ბიჭო მასე რააააააა“

„ეს კაცი რომ არ ჰყავდეს პროექტს, არაფერიც არ იქნებოდით, ძალიან მაგარია“

„აი, რატომ მინდოდა ზვიად ბოლქვაძე“

„კარგი დასაწყისია, რასაც წინა ტურზე ვერ ვიტყვი“

„ზვიადის გამოჩენა და ყველაფერი შეიცვალა თვალხილულად. უნიჭიერესი ადამიანია“

„ზვიადის ხელი ეტყობა პროექტს“

„ეს კაცი თავის საქმის გენიოსია“

„თურმე ვინ აკლდა ამ პროექტს“

„ბრავო, ზვიად, რა კარგი ხარ“

ფოტო აღებულია „მხოლოდ ქართულის“ „ფეისბუქ“-გვერდიდან.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05