LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე ზომის საოჯახო სახლები უკანასკნელი ზომა უნდა იყოს, ჩვენთვის პრიორიტეტი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებაა: UNICEF-ის წარმომადგენელი

68
1

“ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვების საკუთარ, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, ხოლო თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში გადანაწილება უნდა მოხდეს.” – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ემი კლენსიმ საპატრიარქოში, ჯანდაცვის მინისტრთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება – ანდრია ჯაღმაიძე

UNICEF-ის წარმომადგენელმა მცირე ზომის საოჯახო სახლებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი ზომა უნდა იყოს და განიხილებოდეს, როგორც გარდამავალი პერიოდი, რომ ბავშვები საკუთარ ოჯახებში საბოლოოდ მაინც დაბრუნდნენ:

“ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვების საკუთარ, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, ხოლო თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში გადანაწილება უნდა მოხდეს. მაგალითად, როგორიც არის ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა.

რაც შეეხება მცირე ზომის საოჯახო სახლებს, ეს უკანასკნელი ზომა უნდა იყოს და განიხილებოდეს როგორც გარდამავალი პერიოდი, რომ ბავშვები საბოლოოდ მაინც დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახებმა შეძლონ ღირსეული მშობლობის გაწევა. გაერო-ს ბავშვთა ფონდი მზად არის, ამ სისტემას დაეხმაროს, გაძლიერდეს ოჯახები და შესაბამისი დახმარება გაეწიოთ, რათა ბავშვების ოჯახებიდან განცალკევება არ მოხდეს.” – აღნიშნა ემი კლენსიმ.

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები