LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი

193
BeFunky-collage (58)

“პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროვოკაციული დამოკიდებულება.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი და თავს რომ იბრაზებს და რაღაც რომ უნდა ამის შემდეგ. მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ის რაღაცა. ალბათ, გამოჩნდება, რისთვის აკეთებს ის ამ ყველაფერს. იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას, მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. აი, ასეთია ეს დამოკიდებულება – თავის გაბრაზება, ხან რაღაც ზოგადი პოლიტიკური სარჩულით და მერე არასწორი, აბსოლუტურად არარელევანტური მესიჯები 26 მაისთან დაკავშირებით განსაკუთრებით და საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო. შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება. რას ემსახურება, შეიძლება, ეს მომავალმა გამოაჩინოს და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე პრეზიდენტს“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g