მაია ასათიანი ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ, ეკრანზე ნიკა გვარამიას დაჭერის შემდეგ და სწორედ ამ მიზეზით გამოჩნდა. მან შოუში სხვა ნანუკა გვარამიასთან ურთიერთობაზე მოყვა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი მენეჯერი ტელევიზიას ეროსი კიწმარიშვილის შემდეგ არ ჰყოლია.
„შეიძლება მოგწონდეს ან არა ნიკა გვარამია, შეიძლება გაღიზიანებდეს და არა ეთანხმებოდე. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა ნიკა გვარამიას მეგობარი, პირიქით, ჩვენ ძალიან საინტერესო ურთიერთობის ხაზი გვქონდა. არ გამოვიდეს ისე,რომ მხოლოდ ოპოზიციური ტელევიზიის ჟურნალისტები იცავენ ნიკას, გარედან შეიძლება ვიღაცამ იფიქროს – ის თქვენი მენეჯერია და დაიცავთ აბა რას იზამთ.
როდესაც ნიკა გახდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ჩემთვის ეს იყო ძალიან რთული შეხვედრა. 7 ნოემბრიდან იყო რამდენიმე წელი გასული, ნიკა იყო 7 ნოემბრის პროკურორი და მე ვიყავი დაზარალებული. რთული გამარჯობით დავიწყეთ ურთიერთობა და ორივემ მოვახერხეთ გვეპოვა საერთო და ამ თემაზე გველაპარაკა. ძალიან ხშირად ვკამათობდით, ვჩხუბობდით, მათ შორის საჯაროდ. ძალიან ხშირად არ ვეთანხმებოდი მე და არ მეთანხმებოდა ის, ნაწყენიც ვყოფილვარ, ისიც ყოფილა ნაწყენი. მე არასდროს არ ვყოფილვარ ნიკას ახლო მეგობარი, მაგრამ მართლა გულწრფელად ვთვლი და ამის სათქმელად მოვედი, ეროსი კიწმარიშვილის შემდეგ, ასეთი მენეჯერი „რუსთავი 2“-ს არ ჰყოლია. თითოეულმა ჩვენგანმა სხვანაირად მოახდინა ამ არხზე რეალიზება. იმ რთულ პირობებში, როცა „რუსთავი 2“, ქართული ტელევიზიის ფლაგმანი, ჩვენ გვქონდა კრიზისები, იმიტომ რომ ოპოზიციური არხი და ნომერ პირველი არხი ვიყავით, დღეს ასე აღარ არის. ნიკამ მერე ქართულ სატელევიზიო სივრცეში, არანაირი ბელადომანია არ მახასიათებს, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნიკას პირდაპირ უთხრას რა მოსწონს და რა არ მოსწონს, ნიკასაც თავისუფლად შეეძლო იგივე გაეკეთებინა.
საინტერესოა რომ ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ის იღებდა ყოველთვის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ეს ასე არ იყო არასდროს. „რუსთავი 2“-ში თუ საჭირო იყო, კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ მაინც, ყველა გადაცემის, განყოფილების, ჯგუფის ხელმძღვანელი იკრიბებოდა და ერთად განიხილავდა რა უნდა გაკეთებულიყო, მათ შორის ბადე როგორ უნდა აწყობილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად სხვადასხვა აზრზე ვიყავით, ახლა ვიტყვი ამას პირველად, არ მახსენდება შემთხვევა, ხომ გასართობი გადაცემა იყო, მაგრამ ამ გასართობ გადაცემაში მომყავდა ადამიანები, რომლებიც არათუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას ლანძღავდნენ სოციალურ ქსელში, მე ეს ადამიანები ეთერში მეჯდა, არ მახსენდება შემთხვევა ან თავი შემეკავებინოს, ან გადაკვრით მაინც მეგრძნო, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა.
ზოგადად, მგონია რომ კამათი და საუბარი იმაზე ის დამნაშავეა თუ არა, არის ძალიან სასაცილო, ქვეყანაში სადაც ოპოზიციური მედია მენეჯერს იჭერენ. მეორე მომენტია, რატომ არ აქვს გასიგრძეგანებული კარგად, მაყურებელს, საზოგადოებას, ახალგაზრდებს, განსხვავებული ხმა როცა აღარ ისმის, ჩვენ ვემსგავსებით რუსეთს და იმ ხალხს, რომელიც ომს ამართლებს. „მთავარი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ რომ გაჩერდეს, თუნდაც არ ეთახნმებოდეთ იმ ყველაფერს, რაც იქ ეთერში გადის, 10 წლის შემდეგ თქვენ გექნებათ ის რეალობა, რასაც ტელევიზიით მოგიყვებიან“, – ამბობს მაია ასათიანი.