LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პური გაძვირდა, ზეთიც ძალიან ძვირი ღირს, საწვავიც უკვე კოლოსალურ თანხაზე ადის ავზი რომ გაავსო“ – რა არ მოსწონს მაია ასათიანი დღეს?

914
ასათიანი

ეთერიდან წასული ტელეწამყვანი მაია ასათიანი პირველად გამოჩნდა ეკრანზე და გადაცემაში „სხვა ნანუკა“ დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსულ საზოგადოებას ვემსგავსებით და ცხოვრების პირობები ძალიან დამძიმებულია.

„ის რაზეც ფიქრი არ გვინდა, ხანდახან უკუვაგდებთ ხოლმე და ამაზე არ ვფიქრობთ. მე ძალიან მაშინებს ჩემი ქვეყანა, ჩემი საზოგადოება. ყველაზე მეტად არ მომწონს, რომ ნიჰილიზმით და ძირითადი საკითხიდან განზე გასვლით, ვემსგავსებით რუსულ საზოგადოებას, იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ სადღაც რომ ომია მას არ აინტერესებთ. ძალიან მადარდებს ის, რომ ახალგაზრდები თვლიან, რომ ეს მათ არ ეხებათ. მათი სახლის კარზე არავის დაუკაკუნებია. შევხვედრილვარ ასეთ ხალხს და ასეთი ბევრია. ჰგონიათ რომ მიშა ციხეშია, ნიკაც დაიჭირეს, პური გაძვირდა, ზეთიც ძალიან ძვირი ღირს, საწვავიც უკვე კოლოსალურ თანხაზე ადის ავზი რომ გაავსო, მაგრამ მე რა, ხომ ვცხოვრობთ. ასეთი დამოკიდებულებით, მალე მივალთ იქამდე, როცა ჩვენს კარზე დააკაკუნებენ, მშველელი აღარ გვეყოლება“ – ამბობს მაია ასათიანი.

„მე არასდროს ვყოფილვარ ნიკას ახლო მეგობარი, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილის შემდეგ, ასეთი მენეჯერი „რუსთავი 2“-ს არ ჰყოლია“ – მაია ასათიანი გვარამიასთან ურთიერთობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g