LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე დავაგვიანე, აღარ მჭირდება წამალი – არ მინდა, იგივე ტკივილები განიცადონ ამ ბავშვებმა, რაც მე განვიცადე“ – „მე დავაგვიანე, აღარ მჭირდება წამალი – არ მინდა, იგივე ტკივილები განიცადონ ამ ბავშვებმა, რაც მე განვიცადე“ – აქონდროპლაზიის მქონე ლაზარეს მიმართვა

147
აქცია

„მე დავაგვიანე, აღარ მჭირდება წამალი – არ მინდა, იგივე ტკივილები განიცადონ ამ ბავშვებმა, რაც მე განვიცადე“ – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე ლაზარე ლელაძემ განაცხადა.

ლაზარე ლელაძეს, თავადაც აქვს აქონდროპლაზიის დიაგნოზი, თუმცა ის 18 წელს გადაცილებულია და წამალი, რომელსაც მომიტინგეები ითხოვენ, მისთვის არ არის განკუთვნილი.

“ეს დედები წელიწადზე მეტია ითხოვენ იმ მედიკამენტს, რომელიც ასეთ საყვარელ ბავშვებს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაში შეუწყობს ხელს. თქვენ იცით, დედები რა ტკივილს განიცდიან და რა სტრესის ქვეშ არიან, როდესაც იციან, რომ სამწუხაროდ არსებობს მათი შვილების ღამით გაგუდვის საშიშროება უჰაერობის გამო. თქვენ იცით დედის გული როგორი მწარეა, როცა იცის, რომ შვილი ავადმყოფობს. ერთი კვირის რესტორნებისა და კონცერტების ხარჯი შეგიძლიათ გამოყოთ, რომ ასეთი საყვარელი ბავშვები ჯანმრთელად იყვნენ”, – განაცხადა ლაზარემ.

თბილისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდამჭერი მარში გაიმართა.

საპროტესტო მსვლელობას აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებთან და მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g