LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ის ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი” – ზურამ და ხათუნამ ვიდეო ლაივში მაყურებლების კითხვებს უპასუხეს

3275
Capture

ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრმა, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

საგანგებოდ ჩართული ვიდეო ლაივის სახელწოდებით – „ზურა და ხათუნასთან ერთად“ მიზანი იყო მათი ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარება.

როგორც ჩანს ვიდეო ლაივის მაყურებლები მათი სიყვარულის ისტორიით დაინტერესდნენ, რაზედაც წყვილმა გულახდილად ისაუბრა.

„ჩვენმა სიყვარულმა ძალიან ბევრი ქარტეხილი გაიარა და გასავლელიც ბევრია. რა თქმა უნა მარტივი არ არის მშვიდი და წყნარი ცხოვრება“, – აღნიშნა ხათუნამ. ზურამ კი სიტყვა ჩაუჭრა და ხუმრობით აღნიშნა, რომ “გურული ქალის გვერდით ყოფნა მარტივი არ არის”.

როგორც ხათუნა თქვა, ერთად ცხოვრების ყველა ეტაპს ბევრი განსაცდელი მოჰყვება.

წყვილის ურთიერთობაზე ზურამაც ისაუბრა.

„მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანა როგორ გადაწყვიტეო.. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ურთიერთობა 20 წელს ითვლის. როგორიც მინდოდა და წარმომედგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი, ხათუნა ზუსტად ისეთია. მე შემიყვარდა, მე ის ავირჩიე და მასში დავინახე ის თვისებები, რომელიც მე მომწონდა. ხათუნა ჩემი უმაგრესი მეგობარია“, – აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g