LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: „კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. „კაგებეს“ იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლის ძარღგაწყვეტილი ემისარი”

567
კობახიძე მელია

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების – “კაგებეს” ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის საქციელს, რა დროსაც მან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

„დღეს გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული.
დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო – არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გაწიროს.

დღეს აქტუალური არაა რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების -კაგებეს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ.

არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა, რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლის ძარღგაწყვეტილი ემისარი“, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

“როდესაც დარწმუნდა, რომ აღარ ვუღებდით, ფანჯარას ჩამოუწია და პირდაპირ გვაგინა” – ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფაში მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს ამხელს

ამავე თემაზე:

კობახიძე: „გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს“

„სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“ – კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე

„ვინც ირაკლის ოჯახს განიკითხავთ, მართლა ხომ არ გცხელათ და გაჟრიალებთ?” – ზურა ხაჩიძე ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g