LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეორე კურსზე გავთხოვდი, ყვე­ლა სხვა თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჩამომაცილა…” – ნათია თურნავა ოჯახსა და პირადზე

3490
BeFunky-collage (9)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­და­ცე­მაში „პოსტ ალი­ონ­ი“ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

თქვა, რომ სწავლა და ზოგადად, შემეცნების პროცესი მშობლებმა შეაყვარეს. მისივე თქმით, პრობლემური ბავშვი არ ყოფილა და ყოველთვის დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა.

თურნავას თქმით, მეუღლე უნივერსიტეტში გაიცნო, ოჯახი კი მეორე კურსზე შექმნა.

“მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა გავ­თხოვ­დი, მე­ყო­ლა ბავ­შვი და სწავ­ლა­სა და ოჯახს ვუ­თავ­სებ­დი ერ­თმა­ნეთს. ჩემი მე­უღ­ლე უნივერსიტეტში გა­ვიცა­ნი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო ძა­ლი­ან, ცოტა ხან­ში მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა სხვა თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჩა­მო­მა­ცი­ლა, თა­ვის ირ­გვლივ კონკუ­რენ­ცია მოსპო.

ამ თა­ვი­სი თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით მომ­ხიბ­ლა. ალ­ბათ, მთლად კომ­ფორ­ტუ­ლი მე­უღ­ლე არ ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე, რაც მთავ­რო­ბის წევ­რი გავ­ხდი. ჩემი მე­უღ­ლე ყო­ველ თვის მეხ­მა­რე­ბა, რომ გა­და­ვი­ტა­ნო რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი, ყოველთვის ჩემ მხა­რე­საა და მხარ­ში მიდ­გას. არასდროს დამისახავს მიზნად პოლიტიკაში ჩავრთულიყავი და უფრო პროფესიულ კარიერას ვაშენებდი“, – თქვა ნათია თურნავამ.

ამავე გადაცემაში, ნა­თია თურ­ნა­ვამ აღნიშნა, რომ სპორ­ტის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი:

„ჰობი, როგორ გითხრათ, მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბუ­ნე­ბას, სუფთა ჰაერსა და სპორ­ტულ აქტივობას უკავ­შირ­დე­ბა. წარსულ დროში უნდა ვთქვა, რადგან ბოლო 2 წელია მოწყვეტილი ვარ ამ სიამოვნებას, მაგრამ ადრე თუ გვიან დავუბრუნდები.

ცხე­ნით ჯი­რი­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, იპოდ­რომ­ზე ყო­ველ დი­ლით დავ­დი­ო­დი. გადავწყვიტე სნო­უ­ბორ­დიც მეცადა, თხი­ლა­მუ­რე­ბი და ვსრი­ა­ლებ­დი. ვერ გეტყვით, რომ ექსტრემალურ ვითარებაში ვსრიალებ, მაგრამ ჩემს ჭიას ვახარებ, თუ შეიძლება ასე ითქვას”,- ამბობს თურნავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები