LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვიყენებთ ყველა იმ პოლიტიკურ მექანიზმს და ინსტრუმენტს რომ ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს – ზაალ უდუმაშვილი

47035713_1450708631730341_8828537222341853184_n

ქუჩის აქცია, ეს არის პოლიტიკური მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ყველგან, ყველა ქვეყანაში – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით აქციის ჩატარება კოალიციაში შემავალი პარტიების წევრებთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა.

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ პოლიტიკურ მექანიზმს და ინსტრუმენტს, რომელიც გააჩნია ოპოზიციას და რომლის საშუალებასაც გვაძლევს კანონი და კონსტიტუცია, რათა ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები