LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი მეუღლის შესახებ: „სახლში შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ გარეთ მისი გასვლა ჯერ არ შეიძლება….“

17744
merabsefashvilinews

მერაბ სეფაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს თავისი ჯანმრთელობის მდგოამრეობის შესახებ, ასევე იმაზეც, თუ როგორ გრძნობს მისი მეუღლე თავს მძიმე ინსულტის შემდეგ და ზოგადად, ქვეყანაში მუსიკოსებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასაც აფასებს. მომღერლის თქმით, კორონავირუსი ჯერ მსუბუქი ფორმით ჰქონდა, შემდეგ კი, სანამ  გაურთულდებოდა, ლევან რატიანთან თავისი ფეხით მივიდა – „ვირუსი საშუალო სიმძიმით მქონდა. ღვთისა და ექიმების წყალობით, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. როცა დრო გავიდა და საკონტროლო შემოწმებაზე მივედი, ვირუსი აბსოლუტურად ალაგებული იყო, არანაირი კვალი არ არის დარჩენილი…“

მერაბ სეფაშვილი იმაზეც საუბრობს, როგორ გაუჭირდათ მუსიკოსებს:

„მომღერალს ისევე აქვს ოჯახი, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ისევე სჭირდება კვება, ჩაცმა, წამალი და ა.შ. ან ერთმა კონცერტმა რა შემოსავალი უნდა მოგიტანოს, რომ დანარჩენი დრო თავის გატანა შეძლო? არ ვიცი, ამ პანდემიას ბოლო როდის მოეღება, ყოველმხრივ გაუსაძლისი მდგომარეობაა…“

ინსულტის შემდეგ მომღერლის მეუღლის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა:

„ძალიან ნელა მიდის გაჯანსაღების პროცესი. მძიმე ფორმის ინსულტი ჰქონდა და დრო სჭირდება. სახლში შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ გარეთ მისი გასვლა ჯერ არ შეიძლება. უფლის წყალობით, ყველაზე ცუდი უკან დარჩა, იმედია, დრო მართლაც მკურნალი აღმოჩნდება და ნინო დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები