LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილი “ოცნებას” დაასრულებს: დილიდან საღამომდე შეცვლილი პოზიცია

460
KMO-098427-00224-1-t218-182719

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მატოროსოვის ციხიდან გამოსვლის წუთიდან ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და პირველივე წინადადებაში არსებული მთავრობის დამხობა დააანონსა. მან თქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში შეინარჩუნა ძალა, ენერგია და იმედი, რომ გააგრძელოს ბრძოლა რეჟიმის ჩამოსაცილებლად. ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას “გარანტია” მისცა, რომ “ოცნებას” მალე დაასრულებს. ყოფილმა შსს მინისტრმა დასვენება და გარკვეული დრო ითხოვა პოლიტიკურ პროცესებში გასარკვევად. ამის შემდეგ ის ოჯახთან შესახევედრად შინ წავიდა. მოგვიანებით დაიწყო შეხვედრები იმ პარტიის წევრებთან, რომელიც ციხეში შესვლამდე ერთიანი დატოვა, გამოსულს კი ორად გაყოფილი დახვდა.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

ყოფილ თანაგუნდელებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მერაბიშვილმა კონსულტაციები გაიარა და გაერკვა “სიტუაციაში”. დღის ბოლოს მერაბიშვილი “მთავარი არხის” სტუმარი გახდა და რამდენიმე საათი ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

“ჩემი ბოლო მეხსიერება არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული მე არ ვარ. ორივე პარტიაში ჩემი მეგობრები არიან. მჭირდება გარკვეული დრო, რომ ჩამოვყალიბდე, გავერკვე, დავილაპარაკო, რა აქვთ მათ საერთო, განსხვავებული, თუმცა ერთი რამ ვიცი, რომ ორივე პარტიას საერთო ძალიან ბევრი აქვთ. მოხარული ვარ, რომ დღეს ფაქტობრივად მთელი ოპოზიცია და არა მარტო ოპოზიცია, ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ აზრზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებამ თავისი რესურსები ამოწურა, მან დადებული პირობები არ შეასრულა და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში მათი არსებობა პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ყველაფერი ძალიან წყნარად ჩაივლის. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტიური მონაწილე ვიქნები, მაგრამ ყველაზე მიუკერძოებელი და პირადი ინტერესები არ მექნება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლის დროს ჟურნალისტებთან გააკეთა და “მთავრობის დამხობას” დაგვპირდა, დღის ბოლოს აღნიშნული სიტყვის ფორმაც და ინტონაციაც შეცვლილი იყო. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მერაბიშვილს არც ერთხელ არ უხსენებია სიტყვა “დამხობა”, მხოლოდ რამდენჯერმე ხაზი გაუსვა “არსებული მთავრობის არჩევნების გზით ჩამოშორებას” და ” ხელისუფლების მშვიდობიანად გასტუმრებას”.

ვანო მერაბიშვილი დღეს ოპოზიციის შეხვედრას არ დაესწრება

როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ის არ აპირებს გახდეს მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არც პრემიერი და არც სხვა მინისტრი. მას  შეუძლებლად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე, მით უმეტეს, უფრო დაბალ თანამდებობაზე. ფიქრობს, რომ ხელისუფლების წასვლის შემდეგ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე იქნება გასაკეთებელი, სადაც აქტიურად ჩაერთვება, ოღონდ რა ფორმით, ჯერ თვითონაც ვერ გაურკვევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები