LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიამ გაიტაცა ბანერი, რომელზეც განთავსებული იყო ინფორმაცია, როდის უნდა დასრულებულიყო მეტროსადგურ გოცირიძის რეკონსტრუქცია: ბიბილაშვილი

67
1

“გოცირიძის მეტროსადგურის რეკონსტრუქცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ტემპში, ამ პირობებში, შესაძლოა, შემდეგი წლის თებერვალშიც ვერ დასრულდეს”, – ამის შესახებ “ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ისაუბრეს ბრიფინგზე, რომელიც მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.

მათ რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესში არსებულ კორუფციაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ გოცირიძის მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების მძიმე დარღვევით მიმდინარეობს:

“გოცირიძის მეტროსადგურის რეკონსტრუქცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ტემპში, ამ პირობებში შესაძლოა შემდეგი წლის თებერვალშიც ვერ დასრულდეს.

ეს მეტროსადგური საქალაქო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის საკვანძო მნიშვნელობის მეტროსადგურია, რომლითაც სარგებლობს ასიათასობით ადამიანი, იმ პირობებში, როდესაც გადაადგილება ისედაც პრობლემურია, პანდემიის პირობებში არ შეიძლება ადამიანებს ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება ჩაუკეტო.

ნაცვლად იმისა, რომ ამ ვადების მძიმე დარღვევისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისრებინა ვინმესთვის და მერიას ეს პასუხისმგებლობა აეღო, რა გააკეთა მან? ადგა და გაიტაცა ბანერი, რომელზეც განთავსებული იყო ინფორმაცია, როდის უნდა დასრულებულიყო მეტროსადგურის რეკონსტრუქცია.

წელიწადზე მეტია რაც ამ სადგურის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

მერია კი აღნიშნულ პრობლემაზე განცხადებას არ აკეთებს, პირიქით ადგილიდან საბანერე ინფორმაციაც კი გააქრეს, სადაც შევძლებდით გვენახა, თუ როდისაა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა. პრობლემა არის სწრაფად მოსაგვარებელი, რადგან ქალაქისა და ადამიანებისთვის დღეებიც კი გადამწყვეტია. უნდა დასრულდეს რეაბილიტაცია და უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში.” – თქვა ბიბილაშვილმა.

როგორც ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა უკვე წელიწადზე მეტია რაც გავიდა, მერიამ კი მხოლოდ ის გააკეთა, რომ საინფორმაციო ბანერი ჩამოხსნა და გააქრო:

მისი თქმით, როდესაც ტრანსპორტი ამოძრავდება ნაძალადევი მაინც ჩაკეტილი დარჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც უტრანსპორტობის გამო ფერხდება.

პოპულალურები