LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიამ ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო

119
meriaa

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “უკანონო ნაგებობების” დემონტაჟი დილის 7 საათიდან დაიწყო. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ის ამის შესახებ გაფრთხილებული არ იყო.

“პირადად მე არ ვყოფილვარ გაფრთხილებული, მაგრამ გვერდზე, ჩემ გარდა 4 სახლი დაანგრიეს, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ უნდა მოსულიყვნენ, დემონტაჟი გაეკეთებინათ, მაგრამ ეს მოხდა დილით ადრე”, — თქვა მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, დაჰპირდნენ, რომ ადგილზე გამგებელი მივა და მათ გაესაუბრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები