“მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და დაიწყო 24 თებერვალს”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან პარტნიორებს მოუწოდა, არ შეშინდნენ და არ იგრძნონ დაღლილობა.

კითხვაზე, თუ რისი თქმა სურდა მას ნატოსთვის, რეზნიკოვმა განაცხადა:

“გთხოვთ, არ დაიღალოთ. გთხოვთ, განაგრძეთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსეთთან ახალი დონის ესკალაციის, რადგან, გულწრფელად რომ გითხრათ, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო – მიმდინარე წლის 24 თებერვალს. ეს აბსოლუტურად რეალურია. ნუ შეგეშინდებათ”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ომში უკრაინა პირველი ბრძოლის ველია და თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ბრძოლის ველი ევროპის ქვეყნები იქნება.

“ნუ გეშინიათ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – თქვა რეზნიკოვმა და გზავნილი კრემლისთვისაც გააჟღერა:

“ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ მეზობლები ვართ და თქვენ გაანადგურეთ ეს კომუნიკაცია ერებს შორის მომდევნო 50 წლის განმავლობაში”, – თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები