პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ინფიცირების მესამე ტალღას, მათემატიკური გათვლებით, აპრილში პროგნოზირებს, თუმცა, მისი თქმით, თუ საზოგადოებისთვის პირბადის ხელმისაწვდომობა არ გაიზარდა, ის შეიძლება უფრო ადრე დადგეს.
“მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო ელოდება და არის მოლოდინის რეჟიმში. მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე – პირბადის ხელმისაწვდომობა. ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ.”-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
“ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება, გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს, მაისამდე რამენაირად გავძლოთ” – გიორგი ფხაკაძე