ბავშთა ფსიქიატრი, ნევროლოგი და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში 2018 წლის 26 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევებს ასაჯარობეს. ცნობილი ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმის პრევალენსის მზარდი ტენდენციის შესახებ. რის გამოც კომპანია Autism Speaks-მა, ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტუტუტს, სხვა მსგავს კომპანიებთან ერთად მოუწოდა აქტიურად დაგეგმონ კვლევები აუტიზმის პრევალენსის ზრდის მიზეზების და აუტიზმის ხშირი თანმხლები, კომპლექსური სამედიცინო საჭიროებების იდენტიფიკაციისა და მართვისათვის.

მედეა ზირაქაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურაღებას და სპეციალისტთან დროული მიმართვიანობის აუცილებლოაზე საუბრობს. მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„თუ ბოლო წლების განმავლობაში, ნეიროგანვითარებით დარღვევებზე მომუშავე ადამიანებს მოგვეცა მცირედი სიმშვიდის საშუალება აუტიზმის სიხშირიანობის სტაბილური მაჩვენებელის 1:68 გამო და ამაყად ვაცხადებდით, რომ დაახლოებით 4 წელია ახალი სტატისტიკური მაჩვენებელი აღარ დადებულა სანდო წყაროებზე დაყრდნობით… 2018 წლის 26 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმის პრევალენსის მზარდი ტენდენციის შესახებ. კერძოდ: 1: 59 თან,ასეთია დღეს აუტიზმის გავრცელება ამერიკის შერთებულ შტატებში…
აღნიშნული ინფორმაცია საფუძველი გახდა იმის, რომ კომპანია autism Speaks-მა, ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტუტუტს ( NIH) , სხვა მსგავს კომპანიებთან ერთად მყარად მოუწოდა აქტიურად დაგეგმონ კვლევები აუტიზმის პრევალენსის ზრდის მიზეზების და აუტიზმის ხშირი თანმხლები, კომპლექსური სამედიცინო საჭიროებების იდენტიფიკაციისა და მართვისათვის.

რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

სქესთაშორისი შეფარდება შემცირდა: 4:1-თან, 2012-ში იყო4.5:1-თან.

¾ 1: 37 ბიჭში ¾ 1:151

გოგონაში რაც იმას მოწმობს, რომ მეტად გახდა შესაძლებელი გოგონებში ატიპურად მიმდინარე კლინიკის ამოცნობა და დიაგნოზის დადასტურება.

კავკასიელებში ( იგულისხმება თეთრი კანის ფერის ბავშვები) დიაგნოზი გაცილებით ხშირად ისმება, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ადვილად იდენტიფიცირებას უფრო მიაწერენ, ვიდრე ნამდვილად გაზრდილ სიხშირეს,თუმცა ეთნიკური სხვაობა რომ მკვეთრად შემცირებულია- ფაქტია, აღნიშნულ ცვლილებას აუტიზმთან დაკავშირებული ცნობადობის დონის ამაღლებას და დამახასიათებელი ნიშნების იდენტიფიკაციის გაუმჯობესებას, სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენების მეტ გამოცდილებას მიაწერენ .

გასაკვირია, თუმცა დღემდე არ დაპატარავებულა ამერიკაში ასაკი, როდესაც ხდება დიაგნოზის დასმა , იქ ეს ასაკი კვლავ 4 წელი და მეტია.მაშინ,როდესაც ადრეული ინტერვენცია ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა, გვიანი ამოცნობა. არის მნიშვნელოვანი მოწოდება, რომ მშობლების პირველ ჩივილებსა და დიაგნოზის დასმას შორის დროის შუალედი იყოს ძალინ მცირე.
ფაქტია, რომ ჯერჯერობით კაცობრიობას ამ მზარდი ტენდენციის შეჩერების ბერკეტები არ გააჩნია, სამაგიეროდ გააჩნია შესაძლელობა ადრეული გამოვლინების და იდენტიფიცირების ფონზე შეცვალოს დიაგნოზის ტრაექტორია და გამოსავალი. შესაბამისად ადრეული ინტერვენციისთვის: მეტი დაკვირვება საკუთარი შვილების ქცევებზე, მეტი ცოდნა განვითარების ასაკობრივი ნიშანსვეტების შესახებ, მეტი გამბედაობა ადრეულ ასაკში მივმართოთ სპეციალისტს, ადრეულად მოვახდინოთ პრობლემის დენტიფიკაცია და ადრეულ ასაკიდან შევუდგეთ რეაბილიტაციის პროცესს…“

მსგავსი თემები