LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტი ვანო ოპოზიციას” – კახი კალაძე

158
BeFunky-collage (85)

მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა შსს მინისტრმა მატროსოვის ციხე დატოვა და პირველი კომენტარი გააკეთა, ქართული საზოგადოების მხრიდან სხვადასხვაგვარი შეფასებები გაკეთდა. “წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი ავტორი”  – ვანო მერაბიშვილს ხშირად ასე იხსენიებენ, თუმცა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, დღეს უფრო მწვავე და მკაცრი შეფასებებიც დაიწერა.

ვანო მერაბიშვილის მიერ მედიასათან პირველ ინტერვიუზე კომენტარს აკეთებს პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი. კახი კალაძე ამბობს, რომ მერაბიშვილი დროსა და სივრცეში დაკარგულია და მას რეალობაში გარკვევა სჭირდება.

სამართლიანობისათვის მებრძოლი თუ სისხლიანი რეჟიმის რევანშისტი: როგორ აფასებენ მერაბიშვილის გათავისუფლებას

„მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეშია დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა 6 წელი და 9 თვე მატროსოვის ციხეში სასჯელი მოიხადა და დღეს გათავისუფლდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები