მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერო თეატრი ნიუ ორკში, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი რუს არტისტებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს: „მიუხედავად კულტურის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირისა, ჩვენ უარს ვაცხადებთ, ვითანამშრომლოთ არტისტებთან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს“ – განუცხადა „ნიუ იორკ თაიმსს” თეატრის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ გელბმა.
ამ დრომდე უცნობია, რომელ არტისტებს ეხებათ კონტრაქტის სამუდამოდ გაუქმება, სავარაუდოდ, საუბარია საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოზეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა. „მე არტისტი ვარ, ჩემი საქმე პოლიტიკა არ არის, ჩემი საქმე ხალხის გაერთიანებაა“ – წერს მუსიკოსი.
ნეტრებკოსთან ერთად, სანქცია სავარაუდოდ შეეხება იგორ გოლოვატენკოს, აიდა გარიდულინას, იულია მატოჩკინას და ელენა სტიხინას.