LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავებს შორის ჩხუბის გამო ფრენა გადაიდო

165
E98B11CB-496D-47F1-AAB9-62B3ADB2126E-850x560

აშშ-ში მფრინავებს შორის ჩხუბის გამო ფრენა გადაიდო. ინფორმაციას „ავიანიუსი“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. საქმე ავიაკომპანია Alaska Airlines-სს ეხება, რომლის რეისიც უამინდობის გამო ორი საათით გადაიდო. ვიდრე საჰაერო ხომალდი ფრენის ნებართვას ელოდა, ორმა მფრინავმა ერთმანეთთან იჩხუბა.

საბოლოოდ, კაპიტანმა უარი თქვა ფრენაზე და გადაწყვიტა, ყველა მგზავრი უკან დაებრუნებინა. თუმცა, ავიაკომპანიამ მოგვიანებით სხვა მფრინავი იპოვა, რომელმაც „მოჩხუბარი“ კაპიტანი ჩაანაცვლა და რეისიც შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტი 2022 წლის 18 ივლისს, ვაშინგტონი-სან ფრანცისკოს რეისზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები