LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მღვდელმთავარი, რომელსაც უცხოეთში დაუდასტურდა კორონავირუსი, საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ და დატუქსეს, რატომ თქვიო“

1701
56

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მისთვის მწყემსი კეთილის მითი დიდი ხანია დანგრეულია.

მეუფე პეტრემ „ტვ პირველის“ ეთერში არსებულ სიტუაციაში მრევლს ისეთი გადაწყვეტილების მიღება ურჩია, როგორსაც პატარა ღმერთი, სინდისი ეტყოდათ.

„საპატრიარქოსთვის მთავარი არის ხარისხი და მღვდელმთავრობა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს არ არის საქციელი მწყემსი კეთილისა. ეს არის საქციელი მწყემსის, რომელიც არანაირ პასუხიმგებლობას არ იღებს, რომელიც დაინახავს მგელს და თავის სამწყსოსს დატოვებს, გარბის და ამბობს, რომ არც ხელისუფლება და არც ეკლესია პასუხისმგებელი არაა. ვიტყოდი, რომ ორივე უპასიხუმგებლო გვყავს დღეს საქართველოში. საზოგადოებამ კი, რომელიც ღვთის ანაბარად დარჩა, უნდა გაიმარჯვოს ამ ბოროტებაზე. როდესაც ორივე გვეუბნება, თქვენს სინდისზე იყოს, როგორ მოიქცევითო, მინდა მრევლს ვუთხრა, სინდისი არის პატარა ღმერთი. ამ პატარა ღმერთს მოუსმინონ, წავიდნენ თუ არა აღდგომის ღამეს ეკლესიაში.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით ყოველი დღე ქრისტიანისთვის უნდა იყოს, როგორც უკანასკნელი დღე. ანუ ყოველი დღე უნდა ვემზადებოდეთ ქრისტესთან შეხვედრისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუიციდით დავასრულოთ სიცოცხლე. მინდა, მივმართო მრევლს. რადგან ხელისუფლებამ ვერ მოაბა თავი და ვერ ატარებს აგრესიულ ტესტირებას, მოდი, ჩავთვალოთ, რომ ყველანი ვირუსის პოტენციური მატარებლები ვართ და ისე მოვიქცეთ, როგორც ამ შემთხვევაში მოვიქცეოდით. ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელსაც უცხოეთში დაუდასტურდა კორონავირუსი, დაუკავშირდნენ საპატრიარქოდან და დატუქსეს, როგორ თქვიო“, – აცხადებს მეუფე პეტრე.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში დაუგროვდა გამოცდილება და იცის, რომ საპატრიარქოს ჰყავს რამდენიმე ზონდერდეკანოზი, რომლების საპატრიარქოსთვის საჭირო მესიჯს ავრცელებენ და ხელისუფლებას აშანტაჟებენ.

„ჩვენ მხოლოდ ქრისტეს მცნებებს უნდა ვემსახუროთ“, – აცხადებს მეუფე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები