LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

728
mixeilcagareli20245

ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რადგან მაღალია ცრუ ინფორმაციის გავრცელების და მასზე დაყრდნობით სერიოზული შეცდომის დაშვების ალბათობა. გაითვალისწინეთ, რომ დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი სიამაყის და პატივმოყვარეობის გამოვლენა, საკუთარი ამბიციების ეგოისტურად დაკმაყოფილება და პარტნიორის სურვილების უგულებელყოფა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ლატარიის ბილეთების, სუვენირების და საჩუქრების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ფინანსური გარიგებების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს. არ ღირს კუჭის ზედმეტი საკვებით გადატვირთვა, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები