LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

499
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 29 ოქტომბრამდე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, სამართლიანობას, დიპლომატიურობასა და კომპრომისის მიღწევის უნარს, შემოქმედებით და ინტელექტუალურ ნიჭს, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას და მერყეობას, ხასიათის გაორებას და განწყობის ხშირად ცვლილებას გააძლიერებს.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. არ ღირს წესების დარღვევა, რადგან ვერ შეძლებთ ჯარიმისგან თავის დაღწევას. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ძველი ნივთებისა და ურთიერთობისგან გათავისუფლებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ონიქსი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის შემდეგ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g