LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

602
მიხეილ ცაგარელი

სიბრძნის და სამართლიანობის, სიკეთის და სულიერების ზეიმის დღეა!

თავი შეიკავეთ სხვათა განკითხვისა და გაკიცხვისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს ამპარტავნობა და ზედმეტი ამბიციების გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავტომობილის და უძრავი ქონების შესაძენად, აქტიური მოქმედებებისა და გრანდიოზული იდეების განსახორციელებლად, ქველმოქმედებისა და მოხუც ნათესავთა დასახმარებლად. ნაკლებად გაამართლებს რისკი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, მოთუშული ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. კარგი დღეა კანის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g