LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

583
მიხეილ ცაგარელი

 მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:00-დან 16:08 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. დაასრულეთ ძველი საქმეები, აუცილებლად შეასრულეთ გაცემული პირობები.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის,  ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, შინაური ცხოველების და უძრავი ქონების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს გარისკვა და სპონტანურად მოქმედება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფიზიკურ დატვირთვას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, თიხისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და იისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი, ტოპაზი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g