დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მებრძოლი და უშიშარი, შეუპოვარი და მიზანსწრაფული მორიელის, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული, მეგობრული და ყოველთვის პოზიტიურად განწყობილი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
გამარჯვების მმართველი პლანეტის – იუპიტერის 21 დეკემბრამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა საგრძნობლად განამტკიცებს რწმენასა და სულიერ ფასეულობებს, გააძლიერებს ინტერესს ასტროლოგიისა და ეზოთერიკის მიმართ, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების გასამართად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისა და ახალი ურთიერთობის გასაბმელად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ბინის მოწესრიგებისა და ინტერიერის შესაცვლელად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლიანი შვრიის ფაფით. კარგი დღეა ფილტვების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, ფირუზი, ლაზურიტი, სარდიონი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და თხის რქას.