91 წლის ასაკში მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ და საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.
მიხეილ გორბაჩოვი 1985-91 წლებში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გორბაჩოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.