LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩადის

167
misha

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, შესაძლოა, 29 მაისს უკრაინაში ჩაფრინდეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა UNNews წერს, ამის შესახებ მათ საკუთარმა წყარომ აცნობა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით,  სააკაშვილმა თავადაც განაცხადა, რომ ის დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა. მისმა ადვოკატმა კი შესაბამისი მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე წარადგინა.

UNNews აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები