მინდა, რომ კარგად ვიმღერო…არ შევარცხვინო ჩემი ქვეყანა და საკუთარი თავი, – აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „ერთსულოვნებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი მიზანია, რომ კარგად ვიმღერო და ისე არ ვიყო, რომ ჩემ ნამღერს ვერ ვუსმინო. ხანდახან, ხდება ხოლმე, რომ როცა არ მომწონს, ჩემ ნამღერს ვერ ვუსმენ. მინდა, რომ კარგი გამოსვლები იყოს, კარგად ვიმღერო, არ შევარცხვინო ჩემი ქვეყანა და საკუთარი თავი.
ამ პროექტში აქამდე უცხოელი ადამიანი არასდროს ყოფილა. პირველი მე ვარ და სწორედ ამიტომ დიდი პასუხისმგებლობაა, რომ აუცილებლად კარგი გამოსვლა უნდა გქონდეს. რა რესურსიც გამაჩნია, ყველანაირად ვემზადები. აქ ყოფნა უდიდესი გამოცდილებაა, ასეთ პროფესიონალებთან მუშაობა, თუნდაც ვოკალის გაკვეთილები. გადიხარ ყველაფერ იმას, რაც ჰოლივუდში ხდება”, – საუბრობს ნუცა ბუზალაძე.
„ყველაზე ბედნიერი დღე“ – ნუცა ბუზალაძე პატრიარქთან შეხვედრის კადრებს გვიზიარებს
წარმატებული გამოსვლის შემდეგ ნუცა ბუზალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს
ნუცა ბუზალაძის მორიგი გამოსვლა American Idol-ში, სადაც მას ჟიური ფეხზე წამოუდგა
ვიდეო: „ამერიკის ვარსკვლავში” ატირებული ნუცა ბუზალაძე: „ამ ტურში ნახავთ ყველაფერს!..”
ნუცა ბუზალაძე ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით პოზირებს