LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ: კახა კალაძე ეკატერინე ტიკარაძის გადადგომაზე

449
515ad3b8f823bd3c4431e2191e2e9d58-XL

„გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

“მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g