LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ ყველას, ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა, ჩააბარონ პლაზმა, ამით სხვის სიცოცხლეს გადაარჩენ: ცერცვაძე

1474
BeFunky-collage

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ იმ ადამიანებს მიმართა, ვინც კორონავისური უკვე გადაიტანა და სთხოვა, რომ მივიდნენ და ჩააბარონ პლაზმა, რომელსაც შემდეგ ინფიცირებულებს გადაუსხამენ. როგორც ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, მათ პლაზმა ექვსი კრიტიკული პაციენტის შემთხვევაში გამოიყენეს და ექვსივე მათგანი გადარჩა.

“დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების გადასხმა COVID ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში და ყველა მათგანი გადარჩა. ამას ვიყენებთ იმისათვის, რომ დონორები არ გვყავს. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა,”- აღნიშნა ცერცვაძემ.

ამასთან, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მობილიზების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. მისი თქმით, ინფექციის გაზრდის პარალელურად, კლინიკების რაოდენობა 36-მდეა გაზრდილი, თუმცა კიდევ 5-ის დამატება იგეგმება.

თბილისში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა: ვინ არიან გარდაცვლილები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g