თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისათვის ქვეყანაში 13 521 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მისივე თქმით, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით გადანაწილებას:
თბილისი – 297
აჭარა – 189
იმერეთი – 150
შიდა ქართლი – 12
ქვემო ქართლი – 11
მცხეთა-მთიანეთი – 9
გურიაში – 6
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3
კახეთი – 2
სამცხე-ჯავახეთი – 1.
ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა. გარდაცვლილია 4 ქალი და სამი კაცი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
“ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, აქედან 4 ქალი და სამი კაცია. სხვა მონაცემები არ მაქვს. ძირითადად ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადების გართულება იყო“, – განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.