LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მხოლოდ მისი შეჩერებაა შეუძლებელი, ვინც საკუთარი გზით მიდის და აქეთ-იქით არ იყურება” – მარლონ ბრანდოს გამონათქვამები

9538
Marlon Brando holding a cat in a scene from the film 'The Godfather', 1972. (Photo by Paramount/Getty Images)

მარლონ ბრანდო ბრწყინვალე მსახიობი, თუმცა ძალიან მძიმე ადამიანი იყო, პრაქტიკულად არ ჰყავდა მეგობრები და ვერცერთ საყვარელს ვერ ეწყობოდა დიდხანს, თუმცა არაჩვეულებრივი არტისტიზმით და მრავალფეროვანი როლებით მაინც შეძლო მსოფლიო მაყურებლის პატივისცემის დამსახურება.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

მსახიობი ის ადამიანია, რომელიც მხოლოდ იმას ისმენს, რასაც მასზე საუბრობენ

ნურასდროს ეცდები ჰონორარის საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებას, რადგან ჰონორარი ყოველთვის ბევრად ნაკლები იქნება.

თუ ყველაფერი წესრიგშია და შენი ცხოვრებაც კარგად მიდის, ელოდე დიდ უსიამოვნებას.

მხოლოდ მისი შეჩერებაა შეუძლებელი, ვინც საკუთარი გზით მიდის და აქეთ-იქით არ იყურება.

უკეთესია ტკივილი საკუთარ თავს მიაყენო და არა სხვას, რადგან საკუთარი ტკივილის განკურნება ყოველთვის შეიძლება.

სინანული – დროის ფუჭად ხარჯვაა. სინანული წარსულს ეკუთვნის, ცხოვრებას კი, მომავლი სჭირდება.

ყველას აქვს პირადი სივრცის დაცვის უფლება. ნებისმიერს ყელს გამოვჭამ ვინც ჩემი პირადი სივრცის დარღვევას ეცდება!

ჩემი საუკეთესო მეგობარი – გემრიელი საჭმელია, როცა ცუდ განწყობაზე ვარ, ყოველთვის მაცივარს ვაღებ.

ნებისმიერის ცხოვრებაში უნდა იყოს სიყვარული, სხვანაირად მიზეზი არ ექნება იცხოვროს.

არაფრად ღირს ჩემი მიღწევები, რადგან ყველაფერს საბაზრო კანონები განსაზღვრავს, დღეს მე ვარ ყველაზე მიმზიდველი პროდუქტი, ხვალ სხვა იქნება.

დიდებამ მარტოობა მომიტანა, რადგან საკუთარი თავი სრულ იზოლაციაში ვიგრძენი.

თუ მსახიობს იმპროვიზაციის უნარი არ აქვს, ე.ი. როლი რეჟისორის ცოლის პროტექციით მიიღო.

ერთადერთი მიზეზი, როს გამოც ასე დიდხანს შემოვრჩი ჰოლივუდს – ფულია, უბრალოდ ნებისყოფა არ მყოფნის უარი ვთქვა სარფიან შემოთავაზებაზე.