ნინო ლომჯარიას განცხადებით, მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო.
ამის შესახებ სახალხო დამცველი TV პირველის ეთერში საუბრობს.
“არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად”, – ნინო ლომჯარია
მისი განცხადებით ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ის 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდანაც, თუმცა ახლა მმართველი პარტიის მხრიდან შეტევა კიდევ უფრო მეტად საშიშია.