LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ” – ექიმი დავით გადელია მოქალაქეებს მიმართავს

2574
BeFunky-collage (5)

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

ექიმი პაციენტთა გადანაწილების კუთხით ქვეყანაში შემქნილ მდგომარეობაზე წერს და მოქალაქეებს მოუწოდებს დაუჯერონ ოჯახის ექიმებს.

“კოლეგებო, ეს ჯილდო თქვენია. მთელი კლინიკის!” – რას წერს ექიმი დავით გადელია, რომელმაც საპატიო თბილისელის წოდება მიიღო

“მეგობრებო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ კოვიდ19-თან დაკავშირებით:

ქვეყანაში მაქსიმალურად დალაგებულია ტრიაჟის, ანუ პაციენტთა სწორი გადანაწილების საკითხი- ავადმყოფს სტაციონარი სჭირდება, თუ მისი სახლში გაჩერებაც შეიძლება. არანაირი პრობლემა არაა ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში. ბათუმში, კერ კიდევაა გარკვეული პრობლემები, რაც კადრების სიმცირითაა გამოწვეული.

ამავე დროს, ბევრად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე: როდისაა საშიში გადადების თვალსაზრისით, როგორ ავირიდოთ გადადება, რომელია რისკის ჯგუფი და ა.შ. ბევრადაა შემცირებული მკურნალობის ხანგრძლივობა, მუდმივად ხდება მკურნალობების პროტოკოლების განახლება. ამიტომ მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს!! რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა.

სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა), გამოთქვამდნენ სურვილს, პროტოკოლის მიუხედავად გაგვეშვა სახლში (პროტოკოლის დარღვევა კი არაა სასურველი). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, პჯრ კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.

თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ- მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. “ესპანურ გრიპზე” საერთოდ არაა საუბარი!). ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით- კლინიკის ექიმებსაც!

და რაც მთავარია:საზოგადოებრივ ადგილებში მუდამ გეკეთოთ პირბადე!”- წერს დავით გადელია.

ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს – ამირან გამყრელიძე

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა  11271-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი  253-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 6119 გახდა.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 78 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები