LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოჭრილი უკანა ფეხები… შემწვარი ძაღლი – სასტიკად ნაწამები ცხოველის ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)

290
Zagliiiiiiiiiii

საგარეჯოში, ცენტრალურ საავტომობილი გზასთან, სასტიკად ნაწამები მოკლული ძაღლი იპოვეს. სოციალურ ქსელის მომხმარებელი, მედეა ლომსაძე, რომელიც ვიდეოს ავრცელებს, ამბობს, რომ ძაღლს კიდურები აქვს მოჭრილი და დამწვარია.

ვიდეოს ავტორის თქმით, უკვე დარეკა პოლიციაში და რეაგირებას ითხოვს.

რადიო “ფორტუნა” დაუკავშირდა შსს-ს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია.

ჭოპორტელი ჰასკი, რომელსაც ყბის ძვლები ცემით დაუმტვრიეს, მამაომ შეიფარა (ფოტო)

ჰასკის ახალი პატრონი მამა სებასტიანეა, რომელიც თავშესაფარში თავად მივიდა და ძაღლზე მზრუნველობის სურვილი გამოთქვა.

“პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო ფაქტის შესწავლა და ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები” – განუცხადეს შსს-ში “ფორტუნას”.

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები