LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა სრულად აღდგა – გუშინდელ შეფერხებაზე რკინიგზა განმარტებას აკეთებს

79
thumb

ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 24 დეკემბერს შეფერხებით მოძრაობდა რამდენიმე სამგზავრო მატარებელი. ამის შესახებ „ფორტუნას“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გუშინ შეფერხებით მოძრაობდნენ შემდეგი მატარებლები: № 678 თბილისი – ქუთაისი; №804 თბილისი-ბათუმი; №874 თბილისი-ფოთი; №801 ბათუმი -თბილისი; №871 ფოთი-თბილისი და №869 ზუგდიდი-თბილისი.

საქართველოს რკინიგზის ცნობითვე, ამ დროისათვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები