მოგზაურობისას COVID-ვაქცინაციის პასპორტი სავალდებულო არ იქნება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო კომიტეტზე მიიღეს. აღნიშნულის მიზეზი ამ დროისათვის ვაქცინაზე დაბალი ხელმისაწვდომობაა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინების გავლენა COVID-19-ის გადაცემის შემცირებაზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ვაქცინების ხელმისაწვდომობა ამჟამად ძალიან შეზღუდულია, კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, ჩამოსულ მოგზაურებს ვაქცინაციის დამამტკიცებელი საბუთი არ მოსთხოვონ”, – აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, მოგზაურობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაატარონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ზომები.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები