LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები” – ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს

351
BeFunky-collage

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, იმ პრობლემების შესახებ, რაც, მისი დაკვირვებით, ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული კონფირმაციის არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე! ამის გარეშე მათი ჰოსპიტალიზაციის ერთადერთი გზა ცხელების ცენტრია, რომელიც სულ ორია რეგიონში! 2 !!!!!

ეს არ იყო საკმარისი 50 ახალ შემთხვევაზე!

მით უმეტეს არ არის საკმარისი 200 ახალ შემთხვევაზე!!!

  • მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები!!!!
  • იმოქმედეთ სწრაფად!!!
  • აღიქვით კრიზისი!!!

ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაყვანას ჰოსპიტალში“ –  წერს ექიმი.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსის ახალი 294 შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g