საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახლო აღმოსავლეთშიი მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს. რაც შეეხება შესაძლო რისკებს და უსაფრთხოების საკითხებს, გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებთან ერთადაც აკვირდებოდნენ განვითარებულ მოვლენებს. პრემიერის თქმით, რეგიონში არსებული ვითარება საქართველოს მთავრობის მიერ სწორად უნდა იყოს შეფასებული, ამიტომ შესაბამისი უწყებები პარტნიორებთან ერთად კვლავ განაგრძობენ დაკვირვების პოზიციაში ყოფნას.
“ჩვენ პირველივე დღიდან ვაკვირდებოდით პროცესებს და ახლო კავშირზე ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. საბედნიეროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიანად მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას, ალტერნატივა არ აქვს. რადგან ყველა სახის დაძაბულობა რეგიონისთვის არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას – პრემიერი და მერი მოსახლეობას შობას ულოცავს
დღევნდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ ზამთრის კურორტებზე განვითარებულ საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წყალმომარაგების პრობლემას გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, რომელიც უახლოეს დღეებში საბოლოოდ მოგვარდება. მისივე თქმით, ეს არის სისტემური პრობლემა, თუმცა იმედოვნებს, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის შედეგად პრობლემა აღმოიფხვრება.
“მნიშვნელოვანია ჩვენს კოლეგებს ის მიღწევები დავანახოთ, რომელიც გვაქვს” – გახარიამ 2019 წელი შეაჯამა
პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოში პროფესიული განათლების პედაგოგების ანაზღაურება იზრდება. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიხედვით, აღნიშნული სასწავლებლის პედაგოგების ხელფასი 1800 ლარი იქნება. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს გახდება საფუძველი დასაქმების თვალსაზრისით, რომელიც არსებულ პრობლემას მოაგვარებს.
“განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.