პრემიერი მოქალაქეებს შობის დღესასწაულს ულოცავს. გიორგი გახარია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და აღნიშნავს , რომ მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა ყველას ვალდებულებაა ქვეყანას მოუაროს. მთავრობის მეთაურის თქმით, პატრიარქის ეპისტოლე გასულ წლებთან შედარებით განსხვავებული აქცენტებით გამოირჩეოდა და ყურადღება ძირითადად, რწმენის გაძლიერებასა და მიმტევებლობაზე იყო გამახვილებული.
“უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული აი ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა.
მან მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია და ჩვენი ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად, ვის რა პოლიტიკური პოზიცია აქვს, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყნას.
ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მას, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე,” – აცხადებს გიორგი გახარია.
“ალილოსთან” დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მოსახლეობას შობას ულოცავს თბილისის მერიც.
„გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას!გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის! გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში.
მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება.შობას გილოცავთ!“ – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.
ყოველწლიურ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი მაცხოვარს საქართველოს საზღვრების დაცვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერის შიმშილისგან დაცვას სთხოვს. მძიმე სოციალური ყოფა უწმინდესის საშობაო ეპისტოლეზეც აისახა.
ილია მეორე: ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა
ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ უცხოეთში წასული ემიგრანტები უკან მშვიდობით დაბრუნებას შეძლებენ. პატრიარქი ეპისტოლეში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოჯახების სიმტკიცესა და ერის გამრავლებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე