LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა

242
1515269786-ilia-meore-kargi

ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალს, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

„დღეს ცა და ქვეყანა გალობს, დიდება უფალს და მადლობა უფალს. დღეს უფალმა ცანი მოსდრიკნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რით შევეგებოთ? რა ვუთხრათ? ვუთხრათ რომ გაჭირვებული ვართ, ვუთხრათ რომ გვჭირდება მადლი ღვთისა, ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა.დალოცვილი და გახარებული იყავით ორსავე სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ილია მეორემ სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.

ტრადიციულად, საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

საშობაო ლიტურგიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და პარლამენტის დეპუტატებიც დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g