LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება ე.წ. კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ “პრივილეგია” – გამყრელიძე

530
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისინი მომხრე არიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს ან დაწესებულებებს ჰქონდეთ შესაბამისი უპირატესობები.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, რომ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ, სხვადასხვა სტიმული საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. რამდენიმე ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი არის წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოში და იქნება განხილული. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება ე.წ. კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ “პრივილეგია”, უპირატესობა რაღაც მიმართულებით.

უკვე ბევრგან არის ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, სადაც ყველა თანამშრომელი აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს სერიოზული პრივილეგიაა იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების”.-  აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდპასპორტის დანერგვა განიხილება და იმ ძირითად პარამეტრებზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც იქ აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g