LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონტენეგრო ტურისტებს პირველი ივნისიდან მიიღებს

623
247WallSt.com-247WS-533056-imageforentry2-38x

მონტენეგრო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის დამარცხება ოფიციალურად დაადასტურა და ერთი ინფიცირებულიც კი აღარ ყავს. სწორედ ამიტომ, ქვეყანა ტურისტული სეზონის გასახსნელად ემზადება.

თუმცა, მონტენეგროში შესვლას მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, სადაც ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია და ყოველ 100 000 მოქალაქეზე მხოლოდ 25 დაინფიცირებული მოდის.

ტურისტებს საზღვარზე ჯანმრთელობის ცნობას არ მოსთხოვენ და მხოლოდ იმ ინსტრუქციებს გააცნობენ, რომლის დაცვაც ქვეყანაში მოგზაურობისას მოუწევთ.

„საზღვრებს გავხნით იმ ქვეყნებისთვის სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ჩვენი ქვეყნის მსგავსია. არ მოვითხოვთ ტესტებს და ტურისტებს ყველა საჭირო ინსტრუქციას მივცემთ, რათა ზუსტად იცოდნენ, თუ რა რეგულაციები ელოდებათ მონტენეგროში“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა დუსკო მაკოვიჩმა.

პოლიტიკოსმა იმ ქვეყნების სიაც ჩამოთვალა, რომლებიც ამ კრიტერიუმებს საუკეთესოდ აკმაყოფილებენ. მათ შორის მოხვდა – ხორვატია, სლოვენია, ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი და ალბანეთი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები