LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონტენეგროში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

90
Capture

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში უცნობმა პირმა ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჭრილობა თავის არეში მიიღო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავმდამსხმელი გარდაიცვალა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები